რეგიონი


თბილისი

თბილისი, ზოგიერთ ქვეყანაში, ჯერ კიდევ 1936 წლის საერთაშორისო სახელით ‘ტიფლისით’ იცნობენ. ის არის როგორც დედაქალაქი და ასევე საქართველოს უდიდესი ქალაქი, რომელიც მდებარეობს მდინარე მტკვრის ნაპირებზე, სადაც დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დაარსდა მე –5 საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მიერ, მას შემდეგ თბილისი იყო სხვადასხვა ქართული სამეფოებისა და რესპუბლიკების დედაქალაქი. 1801–1917 წლებში, იმდროინდელი რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი, საიდანაც იმართებოდა როგორც სამხრეთ ასევე ჩრდილოეთ კავკასია.
თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.

ნაჩვენებია ყველა 12 ელემენტი