ჩვენ ვაშენებთ ნებისმიერი ტიპის ინდუსტრიულ ობიექტებს, იქნება ეს მულტიფუნქციური საწყობი, მაღალტექნოლოგიური საწარმო თუ სავაჭრო და სხვა დანიშნულების ცენტრები. დღემდე ნამუშევარი გვაქვს 50 წარმატებულ პროექტზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულების ნაგებობას მოიცავს.
მშენებლობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე, შენობის ფართობსა და თავისებურებებზე. დეტალური ვადები განისაზღვრება პროექტის დაგეგმვის ეტაპზე.
მშენებლობისას ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისო სტანდარტების მასალას, რაც უზრუნველყოფს როგორც თბოიზოლაციას, ასევე, ენერგოეფექტურობასაც.
მშენებლობისას ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ლითონ კონსტრუქციებს.
ეს მასალები არის ეკონომიური, ხელს უწყობს მშენებლობის სწრაფად წარმართვას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მათი დაშლა და სხვა ადგილას გადატანა, რაც ლითონ კონსტრუქციების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ მიიღებთ სრულყოფილ მომსახურებას, რაც მშენებლობის გარდა მოიცავს, ნებართვების მოპოვებას, ბიუჯეტირებას, პროექტირებასა და პროცესების მენეჯმენტს. შესაბამისად, დამატებითი კადრების მოძიება საჭირო არ არის.